ბავშვთა რეაბილიტაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო მომსახურება. პროგრამა მოიცავს ფიზიკური, მეტყველებითი, ქცევითი და ფუნქციური განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალურად დაგეგმილ თერაპიას. მიზანია ბავშვის უნარების გაუმჯობესება, დამოუკიდებლობის გაზრდა და ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა.

ბავშვთა რეაბილიტაცია
ჩვენი ბავშვთა მიმართულება მოიცავს ბავშვებისა და მოზარდების შეფასებას, აბილიტაციასა და რეაბილიტაციას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. თითოეული პროგრამა იგეგმება ბავშვის მდგომარეობისა და ოჯახის ჩართულობის გათვალისწინებით.
ვმუშაობთ შემდეგ მდგომარეობებზე: განვითარების შეფერხება, ცერებრული დამბლა, ნერვული და ნერვკუნთოვანი სისტემის დაზიანებები, გენეტიკური სინდრომები, ორთოპედიული პრობლემები, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, სქოლიოზი და სხვა ფუნქციური დარღვევები.
მომსახურებები:
• ფიზიკური თერაპია
• მეტყველების თერაპია
• ფსიქოლოგის მომსახურება
• აქვა თერაპია
• ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები
• შეფასება / დიაგნოსტიკა
• ადგილზე და დისტანციური მომსახურება
მიზანია ბავშვის ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, დამოუკიდებლობის გაზრდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.