ჩვენს ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალურად მორგებული ორთეზები, პროთეზები, კორსეტები, ღაბაშები და სხვადასხვა ფიქსაციის საშუალებები, პაციენტის საჭიროებებისა და სამედიცინო ჩვენებების გათვალისწინებით.
ინდივიდუალური დამზადება უზრუნველყოფს სწორ ანატომიურ მორგებას, მეტ კომფორტს, სტაბილურ ფიქსაციას და ეფექტურ მხარდაჭერას რეაბილიტაციის პროცესში. სწორად შერჩეული საშუალებები ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს მოძრაობას, იცავს დაზიანებულ უბანს და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას.
ზომების აღება და დამზადების პროცესი მიმდინარეობს სპეციალური აპარატურის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტესა და უსაფრთხო შედეგს.