რა არის რეაბილიტაცია?
რეაბილიტაცია არის სამედიცინო მომსახურება, რომელიც ეხმარება ადამიანს ტრავმის, ოპერაციის, ქრონიკული დაავადების ან ნერვულ-მამოძრავებელი პრობლემების შემდეგ ფუნქციის აღდგენასა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებაში. მისი მთავარი მიზანია ცხოვრების ხარისხის ამაღლება და ყოველდღიურ აქტივობებში დაბრუნება.
„ჯანმრთელობის სახლში“ გთავაზობთ:
• ნევროლოგის კონსულტაციას
• ფიზიკურ თერაპიას
• მეტყველების თერაპიას
• ფსიქოლოგის მომსახურებას
• აქვა თერაპიას
• ფიზიოთერაპიულ პროცედურებს
• ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმას
ვმუშაობთ შემდეგ მდგომარეობებზე:
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ხერხემლისა და სახსრების პრობლემები, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი აღდგენა, ცერებრული დამბლა, განვითარების შეფერხება, ნევროლოგიური და ორთოპედიული დარღვევები, ტკივილის მართვა.
ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მორგებული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული რეაბილიტაცია.