აკვა თერაპია (იგივე ჰიდრო თერაპია) წარმოადგენს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რომელიც ტარდება წყალში, სპეციალურად მოწყობილ აუზში. აკვა თერაპია სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ნევროლოგიური ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. თერაპიის შედეგად ხდება კუნთების რელაქსაცია, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება, რაც ხშირად თან სდევს ნევროლოგიურ და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებას. აკვა თერაპია ტარდება „რეაბილიტაციის ცენტრი ჯანმრთელობის სახლის გამოცდილი ჰიდროთერაპევტების მიერ.
რა უპირატესობა აქვს აკვა თერაპიას?
აკვა თერაპია განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რაიმე დაზიანება ან უნარშეზღუდულობა, რაც ხელს უშლით სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულებაში. კერძოდ, მათ, ვისაც უჭირთ ჩვეულებრივი ვარჯიშების შესრულება, შეუძლიათ მიმართონ აკვა თერაპიას, რადგან წყალი ამარტივებს ვარჯიშის პროცესს და ამავდროულად წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს პაციენტებისთვის.